23.11.2024

კახა კუჭავა – თუ გნებავთ სამთავრობო ცვლილებაზე საუბარი პირდაპირ უნდა ჰკითხოთ პრემიერს – მე არ განვიხილები

თუ გნებავთ სამთავრობო ცვლილებაზე საუბარი უნდა ჰკითხოთ პირდაპირ პრემიერს, ამაში პარლამენტი არ ერევა. მე არ განვიხილები და არ შეიძლება ამის თქმა, რომ რამეში განვიხილები, როდესაც ამის საფუძველი არ არსებობს, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ჟურნალისტების შეკითხვას იგეგმება თუ არა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ღარიბაშვილის ნაცვლად მისი დანიშვნა.

კახა კუჭავას განმარტებით, ღარიბაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია ბოლო 6 თვეა ვრცელდება, თუმცა არასდროს დადასტურებულა.

“ამაზე ინფორმაციას ცდილობთ გაავრცელოთ ბოლო 6 თვეა. ხვდებით, რომ ეს ინფორმაცია არ დასტურდება. არასდროს არ ყოფილა ამაზე საუბარი და არაფერი მსგავსი არ ყოფილა, იანვარში დაგეგმილი მაქვს შემოგთავაზოთ პარლამენტის 2022 ძალიან საინტერესო სამოქმედო გეგმა, რომელზეც ვიმუშავებთ ჩემს გუნდთან ერთად პარლამენტში”, – აღნიშნა კუჭავამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img