მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.
მსახიობი თვენახევარია პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. მისი მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ექიმები წნევას მედიკამენტების დახმარებით არეგულირებენ.
“კახი კავსაძე ამ დროისთვის აპარატზე არ არის, თუმცა ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს. შეიძლება ითქვას, რომ გონებაზე საერთოდ არ არის” – განაცხადა ლალი ტურძელაძემ “ფორტუნასთან”.
ცნობისთვის, კახი კავსაძეს კორონავირუსი ნოემბერში დაუდგინდა. ვირუსი მან რამდენიმე კვირაში დაამარცხა.
მოგვიანებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო კვლავ თსსუ-ს კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.