2022 წლის მარტიდან საქართველოში შვედური BioHax International-ის კანქვეშა ჩიპები ხელმისაწვდომი გახდება. კანქვეშა ჩიპების შეძენა საქართველოში, iPlus-ის მაღაზიათა ქსელში იქნება შესაძლებელი.
კომპანია BioHax International-ის წარმოების ჩიპები მარჯვენა ან მარცხენა ხელის ცერა თითის კანქვეშ მაგრდება და მასში სხვადასხვა ტიპის გასაღებების ჩაწერა იქნება შესაძლებელი, მათ შორის, სახლის კარის, მანქანის, პარკინგის, ობიექტის და ა.შ.
iPlus-ის ცნობით, BioHax-ის ჩიპებს მსოფლიოს მასშტაბით 30 000-მდე ადამიანი იყენებს.
ჯერჯერობით, უცნობია, იქნება თუ არა შესაძლებელი ჩიპებში საბანკო ბარათების, პირადობის დამადასტურებელი მოწმოებისა თუ მართვის მოწმობის ჩაშენება.
“ჩიპი დაპროგრამებულია RFID მარტივი სისტემით, თუმცა აქვს უდიდესი შესაძლებლობები, თუმცა ჩვენ უფლებამოსილი ვართ შემოგთავაზოთ საშუალების მხოლოდ ის სპექტრი, რომელიც ჩვენი პროდუქციის რეალიზაციის და თქვენი კომფორტის ინტერესს წარმოადგენს”. – წერია iPlus-ის განცხადებაში.
რა დაუჯდება ჩიპის შეძენა და იმპლანტაცია მომხმარებელს, იანვრის პირველ ნახევარში იქნება ცნობილი.