26.11.2024

კარლ ჰარცელი – მედიაციის პირველმა ეტაპმა იმედგაცრუება გამოიწვია, დანიელსონი ჩამოდის ისევ, რომ მოიძებნოს საერთო ნიადაგი მხარეებს შორის

„მედიაციის პირველმა ეტაპმა იმედგაცრუება გამოიწვია იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროცესის შედეგად ვერ მიიღწა შეთანხმება, რომელიც ჩვენი ხედვით, მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რათა მან შეძლოს წინსვლა,“- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი განცხადებით,  ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოვა, რათა კიდევ ერთხელ დარწმუნდეს, არის თუ არა შესაძლებლობა, რომ მხარეებს შორის საერთო ნიადაგი გამოიძებნოს.

„როგორც თქვენ იცით, რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა მიშელმა განაცხადა, რომ მედიაციის პროცესის პირველი რაუნდის შემდეგ, რომელსაც უძღვებოდა მისი სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი, ის ისურვებდა, რომ მისი წარმომადგენელი კვლავ დაბრუნებულიყო. ეს მოხდება ძალიან სწრაფად, ჩვენ ვართ მისი ჩამოსვლის მოსამზადებელ ეტაპზე. მედიაციის პირველმა ეტაპმა იმედგაცრუება გამოიწვია იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროცესის შედეგად ვერ მიიღწა შეთანხმება, რომელიც, ჩვენი ხედვით, მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რათა მან შეძლოს წინსვლა. ეს არის სიმართლის მომენტი, დანიელსონი კვლავ ჩამოვა საქართველოში და ჩვენ განვაცხადებთ მისი საქართველოში გამომგზავრების დეტალებს, როგორც კი ეს დაზუსტებული იქნება, მაგრამ ცხადია, რომ ის აქ ჩამოდის, რათა დაინახოს, არის თუ არა შესაძლებლობა, რომ მოიძებნოს საერთო ნიადაგი მხარეებს შორის.

მინდა გითხრათ, რომ ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ ეს არის მისია,“- განაცხადა ჰარცელმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა ახალი თაობა და ახალი პოლიტიკური ძალები

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არამხოლოდ კრიტიკული შეფასებაა არსებული პოლიტიკური ველის მიმართ, არამედ შეიცავს სტრატეგიულ გზავნილს, რომელიც რამდენიმე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img