ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი მიხეილ სააკაშვილის „ჯანმრთელობის სერიოზული მდგომარეობიდან“ გამომდინარე მიღებულ ზომებს მიესალმება და სოციალურ ქსელ Twitter-ზე პროცესს დადებითად აფასებს. ელჩმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში იმედი გამოთქვა,რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანით შექმნილი შესაძლებლობა სამომავლო პროგრესისთვის იქნება გამოყენებული.
„მივესალმები გუშინ მიღებულ ზომებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სერიოზული მდგომარეობის საპასუხოდ განხორციელდა და ასევე, ელენე ხოშტარიასა და სხვების მიერ შიმშილობის შეწყვეტას. ვიმედოვნებ, ეს შესაძლებლობა გამოყენებული იქნება სამომავლო პროგრესისთვის. ფუნდამენტური უფლებები, ობიექტური სამედიცინო რჩევა და სათანადო სამართლებრივი პროცესი საკვანძო რჩება,“- განაცხადა კარლ ჰარცელმა.