21.11.2024

კარლ ჰარცელი საქართველოს ომში ჩართვაზე – ძალიან ვწუხვარ, როცა ვხედავ მათ, ვინც ასეთი ცრუ განცხადებების გაკეთებას ცდილობს – ყველამ დაინახა, როგორ თავდაუზოგავად მუშაობს ევროკავშირი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განმარტებით, განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთს სურს საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრეული ნახოს, „სიმართლეს კატეგორიულად არ შეესაბამება“.

ჰარცელმა შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ ასეთი სურვილი არც აქამდე ყოფილა და არც მომავალში დადგება მსგავსი მომენტი.

„კატეგორიულად არ შეესაბამება. გულწრფელად ძალიან ვწუხვარ, როდესაც ვხედავ მათ, ვინც ასეთი ცრუ განცხადებების გაკეთებას ცდილობს, ევროკავშირისა თუ აშშ-ის მიმართ. ყველამ დაინახა, თუ როგორ თავდაუზოგავად მუშაობს ევროკავშირი, პარტნიორებთან ერთად, რუსეთის მხრიდან უკრაინაში არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის პირველივე დღიდანვე, ამ სისასტიკის დასასრულებლად და უკრაინასა და მის მოსახლეობაში მშვიდობის დასამყარებლად. არც აქამდე ყოფილა ასეთი სურვილი და არც მომავალში დადგება ისეთი მომენტი, როდესაც ევროკავშირი ამ ომის შემდგომ გავრცელებას მოინდომებს”, – განაცხადა ჰარცელმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img