22.11.2024

კელი დეგნანი – ჩვენი რეკომენდაციაა ხელისუფლებისადმი უზრუნველყოს სააკაშვილი იმ სამედიცინო დახმარებით, რომელიც ესაჭიროება

ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დარწმუნდეს, რომ მიხეილ სააკაშვილს დაუყოვნებლივ მიეწოდება საჭირო სამედიცინო დახმარება, სრულად აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ ქვეყანაში ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, დაიცვას პატიმარი ნებისმიერი სახის ძალადობისგან, მათ შორის ფსიქოლოგიური ძალადობისგან და უზრუნველყოს ის შესაბამისი სამედიცინო დახმარებითა და უსაფრთხოებით.

„ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს აქტიურად თვალყურის დევნებას მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენ გვაღელვებს მისი კეთილდღეობა.

სამედიცინო ჯგუფის უკანასკნელი შეფასებიდან გამომდინარე, რომ მისი ჯანმრთელობა მაღალი რისკის ქვეშაა და საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას, ასევე სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, რომლის მიხედვითაც, გლდანის #18 სასჯელაღსრულების დაწესებულების კლინიკა არ არის შესაფერისი, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას დარწმუნდეს, რომ მიხეილ სააკაშვილს დაუყოვნებლივ მიეწოდება საჭირო სამედიცინო დახმარება, სრულად აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში.

ჩვენ, ასევე, მოვუწოდებთ მიხეილ სააკაშვილს გაითვალისწინოს მისი ექიმების რეკომენდაცია, მიიღოს სამედიცინო დახმარება, რომელიც ექიმების თქმით, მას ესაჭიროება. ცხადია, რომ ეს არის ძალიან სენსიტიური და ემოციური ვითარება. ახლა პრიორიტეტი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის მოთხოვნების დაკმაყოფილება. ჩვენ ძლიერი რეკომენდაციაა ხელისუფლებისადმი, რომ უზრუნველყოს ის სამედიცინო დახმარებით, რომელიც მას ესაჭიროება.

მას უნდა მოეპყრან თანასწორად და ღირსების დაცვით ქართული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ნებისმიერ ქვეყანაში ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას პატიმრები ძალადობისგან, მათ შორის, ფსიქოლოგიური ძალადობისგან, უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება და სამედიცინო კეთილდღეობა“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img