23.11.2024

კელი დეგნანი – პარტიები შეთანხმდნენ საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობაზე – ეს არის სწორი ნაბიჯი

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ქართველი პოლიტიკური ლიდერები თანხმდებიან, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის სწორი ნაბიჯია.

„პარტიები შეთანხმდნენ იმაზე, რომ საჭიროა ამ ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებები. შეთანხმდნენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობაზე. ამაზე საუბარი ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო და ეს აისახა მარტის შეთანხმებაში, რომლის თანახმადაც, ბარიერი დაიწია. შესაბამისად, ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა დაბალი ბარიერით. შემდგომ კიდევ გაგრძელდა მოლაპარაკებები, დისკუსია. პოლიტიკური ლიდერები შეთანხმდნენ, რომ, ეს არის ის, რაც სჭირდება საქართველოს ამ ეტაპზე და ეს არის სწორი ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, რაც უზრუნველყოფს, რომ მეტი პარტია, მრავალფეროვანი აზრი იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. ეს პასუხობს საქართველოს საუკეთესო ინტერესებს. ამას ადასტურებს ასევე ის ფაქტი, რომ პირველ მოსმენაზე ეს კონსტიტუციური ცვლილებები პარლამენტში გავიდა. ქართველი პოლიტიკური ლიდერები თანხმდებიან, რომ აუცილებელია ეს ცვლილებები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის“,- განაცხადა დეგნანმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img