22.11.2024

კელი დეგნანი – ფარული მოსმენების საკითხი არის შეშფოთების სფერო ყველა ჩვენგანისთვის, რომლებსაც საქართველოში თავისუფალი საზოგადოების ხილვა გვსურს

ეს არის ჩვენი შეშფოთების სფერო, ყველა ჩვენგანისთვის, რომლებსაც საქართველოში თავისუფალი საზოგადოების ხილვა გვსურს, სადაც ადამიანები არ უნდა ღელავდნენ ფარული მიყურადების გამო, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტების საუბრის ამსახველი ფარული აუდიო ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ეს კიდევ ერთხელ გვახსენეს, თუ რატომ ვიყავით ასეთი შეშფოთებულები ფარული მოსმენების გამო არა მხოლოდ ჟურნალისტების, არამედ სხვების მიმართ აქ, საქართველოში. რატომ მოვუწოდებდით კანონმდებლებს, რომ გადაედოთ ფარული მოსმენის შესახებ კანონის მიღება, რომელიც არ შეესაბამებოდა ევროკავშირის და მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკას. სწორედ ამიტომ მოვუწოდებდით, ჩატარებულიყო სრულყოფილი გამოძიება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებისა და დიპლომატების ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით გასული წლის შემოდგომაზე,“- აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, ეს საკითხი იწვევს ყველას შეშფოთებას, ვისაც საქართველოში თავისუფალი საზოგადოების ხილვა სურს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img