23.11.2024

კელი დეგნანი – საქართველო ჩავრთეთ ყველა ჩვენს კონსულტაციაში უკრაინასთან დაკავშირებით, შევინარჩუნებთ მჭიდრო კომუნიკაციას და კოორდინაციას

უკრაინის კრიზისი რუსეთმა შექმნა. ჩვენ ვაწარმოებთ კონსულტაციებსა რუსეთთან იმის გასარკვევად, თუ რა იწვევს და რა არის რეალურად რუსეთის აგრესიული ქმედებების უკან უკრაინის მიმართ, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩის განცხადებით, აშშ-მა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებულ კონსულტაციებში საქართველოც ჩართო.

„ჩვენ საქართველო ჩავრთეთ ყველა ჩვენს კონსულტაციაში და შევინარჩუნებთ მჭიდრო კომუნიკაციას და კოორდინაციას საქართველოსთან, ვინაიდან ეს უარყოფით ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინაზე, ასევე ფუნდამენტურ პრინციპებზე, რომელიც ევროპის უსაფრთხოებას ინარჩუნებს და საშუალებას აძლევს ევროპულ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა განიცადონ. ჩვენი მიზანი არის ამ პრინციპების დაცვა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიზრუნოთ თავისუფლებაზე, ბევრ იმ უფლებაზე, რომელიც გარანტირებულია როგორც საქართველოს, ასევე შეერთებული შტატების კონსტიტუციით.

ჩვენი, აშშ-ის მიზანია უკრაინის საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარება. სწორედ ამ მიზნით ხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ხვალ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, სწორედ ამ მიზნით მართავს ის შეხვედრებს პარტნიორებთან და პარტნიორებთან დღეს ბერლინში. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ რუსეთთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან ყოფნა და მათი შეშფოთებების მოსმენა და გამოვძებნოთ რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისიდან დიპლომატიური გამოსავალი,“- აღნიშნა ელჩმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img