თურქეთის კურორტ ბოდრუმში მდებარე სასტუმროებიდან, ტურისტების ევაკუაცია მიმდინარეობდს. ასევე, ძლიერი ხანძრის გამო, თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე რამდენიმე ტურისტული ზონებიდან ტურისტების ევაკუაცია დაიწყო.
BBC-ის ინფრომაციით, თურქეთის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ხანძარმა საფრთხე სასტუმროებსა და საცხოვრებელ სახლებს შეუქმნა.
გუშინ სტიქიის ზონა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდორანმა მოინახულა. ის ადგილობრივებს დახმარებას დაჰპირდა და განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლება ზარალის ასანაზღაურებლად ყველაფერს გააკეთებს.
ერდოღანის თქმით, ხანძრის ჩაქრობაში თურქეთს აზერბაიჯანული, ირანული, რუსული და უკრაინული ვერტმფრენები დაეხმარებიან. თურქეთში მასშტაბურ ხანძრებს ოთხშაბათიდან ებრძვიან. სტიქიურ უბედურებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. ანტალიის, მუღლას, მერსინის, ადანასა და ოსმანიეს პროვინციები სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა.