15.11.2024

ხათუნა სამნიძე – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ასარჩევად კონკურსი ხელახლა უნდა გამოცხადდეს

“ვერც ერთმა კანდიდატმა მკაფიო პოზიცია ვერ დააფიქსირა. უმრავლესობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ასარჩევად კონკურსის ხელახლა გამოცხადებას ვურჩევდი” – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც დღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატებს უსმენდნენ.

როგორც სამნიძემ განაცხადა, პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი კანდიდატების მოსმენისას საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილება დარჩა.

“ძალიან მძიმე მოსასმენია, როცა ორივე კანდიდატი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორად გაყოფის გადაწყვეტილებას ეთანხმება, მაგრამ ვერ აფასებენ პროცესს, რასაც პარლამენტში გასული წლის ბოლოს ჰქონდა ადგილი. ჩვენ მათგან ამის გამბედაობა ვერ დავინახეთ. ვერც ერთისგან მოვისმინე შეფასება ლექსო ლაშქარავას საქმეზე, რომელზეც სახელმწიფო ინსპექტორს ჰქონდა დასკვნა და მან შინაგან საქმეთა სამინისტრო დააჯარიმა. სამწუხაროდ, ვერც ერთმა კანდიდატმა ამაზე მკაფიო პოზიცია ვერ დააფიქსირა. უმრავლესობას კონკურსის თავიდან გამოცხადებას ვურჩევდი. სესიაზე არც ერთ წარმოდგენილ კანდიდატს კენჭი არ უნდა ვუყაროთ – კონკურსი თავიდან უნდა გამოცხადდეს”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ცნობისათვის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს ლელა ჯანაშვილისა და თამარ ალფაიძის კანდიდატურები შესთავაზა. მათგან უმრავლესობის მხარდაჭერა ლელა ჯანაშვილმა მიიღო.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

განათლების ინოვაციები: მომავლის ფორმირება

ჩვენი დროის განათლება, როგორც არასდროს, ისე საჭიროებს ცვლილებებს. თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი ყოველდღიურად ახალ გამოწვევებს გვთავაზობს, აუცილებელია, რომ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img