24.09.2024
- Advertisement -spot_img

ხათუნა სამნიძე – „ქართულმა ოცნებამ“ დილით წარმოდგენილი რეზოლუციის ტექსტი შეცვალა, ჩვენ არ ვიქნებით მისი თანაავტორი

„ქართულმა ოცნებამ“ დილით წარმოდგენილი რეზოლუციის ტექსტი შეცვალა, „რესპუბლიკური პარტია“ არ იქნება მისი თანაავტორი – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რეზოლუციის ტექსტის იმ ვარიანტში, რომლის დაინიცირებასაც „ქართული ოცნება“ გეგმავს, რუსეთის როლი არ არის ხაზგასმული, რაც იყო ოპოზიციის მოთხოვნა.

„დილით რა ტექსტიც დაგვახვედრა „ქართულმა ოცნებამ“, იქ გათვალისწინებული იყო ოპოზიციის მოთხოვნები და ვთქვი, რომ თუ რაიმე რადიკალურად არ შეიცვალა, შეთანხმებას შევძლებდით, როგორც ჩანს, სწორედ რადიკალურად შეიცვალა, როგორც „ქართულ ოცნებას“ ახასიათებს, რომელიც საკუთარი გადაწყვეტილებებით ვერ მიდის და ვერ დგამს ნაბიჯებს, როგორც ჩანს, მიიღეს მითითება და ის ტექსტიც კი, რაც დილით იყო წარმოდგენილი, ისიც კი შეიცვალა, ამ რეზოლუციის თანაავტორი რესპუბლიკური პარტია არ იქნება, როგორ მოიქცევა ზოგადად ოპოზიცია, ამაზე შევჯერდებით, დავილაპარაკებთ, გვექნება საკუთარი წინადადებები, როგორც ვიცი, ქართული ოცნება ამ რეზოლუციას დააინიცირებს საკუთარი ინიციატივით.

ოპოზიციის მხრიდან იყო მოთხოვნილი უფრო მკაცრი ფორმულირებები, მაგალითად რუსეთის როლზე ხაზგასმა, რასაც ვნახავთ, რომ რეზოლუციაში ხაზგასმული არ არის, არაერთხელ აღვნიშნე, რომ „ქართული ოცნება“ ფრთხილია ამ პროცესში, რაც გასაგები იყო, მაგრამ ჩანდა, რომ მზად იყო ფორმულირებები, რაც შესთავაზა ოპოზიციამ და არ იყო აცდენილი არც რეალობას და არც იმ ტონს, რაც გვესმის მაგალითად საგარეო საქმეთა მინისტრისგან, მიუხედავად ამისა, არ გაითვალისწინა ეს შენიშვნები და კომენტარები და მზად არის როგორც ჩანს, იყოს თვითონ ინიციატორი და არ ჩათვალა საჭიროდ ყოფილიყო საერთო“, – განაცხადა სამნიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული პიცა: როგორ გადაიხადა ლასლო ჰანეჩმა 10,000 ბიტკოინი ორი პიცისთვის-ყველაფერი კრიპტოს შესახებ

ერთ-ერთი ძალიან საინტერესო და გასაოცარი ისტორია კრიპტოვალუტების ინვესტიციის სამყაროში არის ლასლო ჰანეჩის (Laszlo Hanyecz) ამბავი, რომელიც ცნობილია, როგორც ადამიანი,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img