ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” ეხმაურება და წერ, რომ ეთანხმება სააკაშვილს და ნიკა მელიას გამოსვლის შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობა” უნდა შეუერთდეს შეთანხმებას.
“სრულიად ვეთანხმები მიხეილ სააკაშვილის ძალიან სწორ პოზიციას: ნიკა მელიას უპირობო (!!!) გამოსვლის შემდეგ პარტია უნდა შეუერთდეს შეთანხმებას.
მანამდე, რაც გუშინ ვთქვი, ჩვენი ნემისმიერი გადაწყვეტილება იქნება მორალური შეცდომა და პოლიტიკირი დევნის დაკანონება. მელია უნდა იყოს ოპოზიციის საერთო კანდიდატი თბილისის არჩევნებზე და გავმართოთ მართლაც დიდი რეფერენდუმი ქვეყნისთვის.” – წერს დეკანოიძე.