22.11.2024

ხმაური და დაპირისპირება ბათუმში – „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ოპოზიციის ოფისებთან საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ბათუმში, ოპოზიციის ოფისებთან, საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს  – “ცოცხების აქცია”.  მათი განცხადებით, ეს არის კონტრაქცია და პასუხი მოძრაობა სირცხვილიას მიერ გუშინ გამართულ დაუმორჩილებლობის წვეულებაზე. 

აქტივისტებმა ცოცხებით ხელში მსვლელობა მემედ აბაშიძის ქუჩიდან დაიწყეს. პარტია „ევროპული საქართველოს“ ოფისთან ცოცხები დატოვეს და მსვლელობა განაგრძეს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის მიმართულებით. იქ მისულ აქციის მონაწილეებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი დაკეტილი დახვდათ, თუმცა პარტიის რამდენიმე წევრი ადგილზე იმყოფებოდა.

აქციის მონაწილეებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ვითარება ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ განმუხტა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, კონტრაქციის მონაწილეთა უმრავლესობა საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანია და პარტიულ დავალებებს ასრულებს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img