ხორვატიის პრემიერმინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა უკრაინას პრეზიდენტ ზორან მილანოვიჩის განცხადების გამო ბოდიში მოიხადა. მილანოვიჩმა განაცხადა, რომ NATO-ში უკრაინის ადგილი არ არის და ესკალაციის შემთხვევაში ხორვატია მაქსიალურად დისტანცირდება კონფლიქტისკან.
“იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში ჩვენი სამხედროები არ არიან, ხოლო პოლონეთში განთავსებული კონტიგენტი უკვე დაბრუნდა, არ ვიცი, რომელი სამხედროების გაყვანას აპირებს პრეზიდენტი. მისი განცხადება უკრაინაში კორუფციაზე ჩვენს პოზიციას არ გამოხატავს, მთავრობის სახელით ბოდიშს ვუხდი უკრაინელ ხალხს ამ აბსურდისთვის.” – წერია სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.