ხაზარაძემ და ჯაფარიძემ მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი უნდა შეიტანონ , – ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს.
მისივე თქმით, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს არა იმდენად საკუთარი ინტერესების დასაცავად, არამედ ისეთი პრეცედენტის შესაქმნელად, რომელიც მომავალში ასეთ განუკითხაობას აღარ დაუშვებს.
„ჩემის აზრით, ახლა ხაზარაძემ და ჯაფარიძემ გარდა ანაკლიის თემაზე მიმდინარე საარბიტრაჟო დავისა, ქართულ სასამართლოში უნდა შეიტანონ სამოქალაქო სარჩელი მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით. შეგახსენებთ, რომ ამ პერიოდში უსაფუძვლო ბრალდების გამო ისინი იძულებით ჩამოაშორეს ბანკის მმართველობას და კიდევ ბევრი პირდაპირი და ირიბი ზარალი განიცადეს.
ბრძოლა უნდა გაგრძელდეს არა იმდენად საკუთარი ინტერესების დასაცავად, არამედ ისეთი პრეცედენტის შესაქმნელად, რომელიც მომავალში ასეთ განუკითხაობას აღარ დაუშვებს“, – წერს ხუხაშვილი.