შესაძლოა, უფრო საინტერესოც იყოს, როცა ოკუპანტ ქვეყანაში უსმენენ და უყურებენ ქვეყნის კულტურას, რომელიც ოკუპაციისთვის გაიმეტეს – ასე პასუხობს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ჟურნალისტების კითხვას რუსთაველის თეატრის დასის რუსეთში, მოსკოვში გამგზავრების თაობაზე.
თუმცა, როგორც ხუნდაძის თქმით, მისი პირადი გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, ამ მისამართს არ აირჩევდა.
„შესაძლოა ამ საკითხთან დაკავშირებით იყოს აზრთა სხვადასხვაობა. ჩემი პირადი არჩევანი რომ ყოფილიყო, როცა მე ვარ პოლიტიკოსი, რა თქმა უნდა, ამ მისამართს არ ავირჩევდი. მაგრამ კულტურაც არ უნდა იქნას იმ დონეზე პოლიტიზირებული, რომ მათ საკუთარი არჩევანის და გადაწყვეტილების უფლება არ მივცეთ. ეს მათი გადაწყვეტილებაა, მათ გადაწყვიტეს, რომ ჩვენი ქართული კულტურა გაიტანონ და შესაძლოა, უფრო საინტერესოც იყოს, როცა ოკუპანტ ქვეყანაში უსმენენ და უყურებენ ქვეყნის კულტურას, რომელიც ოკუპაციისთვის გაიმეტეს“, – განაცხადა ხუნდაძემ.