“ვებგაზეთის” ინფორმაციით ხვალ დილით საქართველოში “ასტრაზენეკას” ვაქცინის პირველი პარტია შემოვა.
სხვადასხვა ინფორმაციიT ცნობილი ხდება, რომ “ასტრაზენეკასთან” დაკავშირებით შეკითხვები არსებობს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, სადაც დროებით შეაჩერეს მისი გამოყენება. კანადის ჯანდაცის სამინისტრომ კი დღეს აღნიშნული ვაქცინა უსაფრთხოდ მოიხსენია.
თვითმფრინავი, რომლითაც ბრიტანულ ვაქცინას ჩამოიტანენ, ხვალ დილით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდება.