25.11.2024

ხვალიდან, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიანი სისტემა და ახალი სამგზავრო ტარიფები ამოქმედდება

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის ვიქტორ წილოსანის განცხადებით 1-ელი თებერვლიდან დედაქალაქში საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა ინერგება. მისი თქმით, გაყიდული სამგზავრო ვადიანი ბარათების 75% ერთთვიან, სამთვიან, ექვსთვიან და ერთწლიან ბარათებზე მოდის. რაც შეეხება არსებულ ბარათებს (მეტრომანი) წილოსანის თქმით, ის ძალაში რჩება ერთჯერადად გადახდის შემთხვევაში და მასზე არსებული ბალანსი მოქალაქეებს შეუნარჩუნდებათ.

„1-ელი თებერვლიდან დედაქალაქში საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა ინერგება, შესაბამისად, მოქალაქეებს შეეძლებათ, რომ შეიძინონ ვადიანი გადაადგილების ბარათები. 1-თვიანი ბარათი- 40 ლარი, 3-თვიანი – 100 ლარი, 6-თვიანი – 150 ლარი, ხოლო 1-წლიანი ბარათები – 250 ლარი ეღირება. დღეის მონაცემებით, გაყიდული ვადიანი ბარათების 75% ერთთვიან, სამთვიან, ექვსთვიან და ერთწლიან ბარათებზე მოდის.

ასევე, ერთჯერადად გადახდის შემთხვევაში მოქალაქეებს შეეძლებათ საბანკო ბარათებიც გამოიყენონ. ასევე, ყველა საშეღავათო ბარათი რჩება ძალაში და 16 ჯგუფის ადამიანები, რომლებიც შეღავათებით სარგებლობდნენ, შეუნარჩუნდებათ.

მგზავრობის 55% ამ საშეღავათო მგზავრობებზე მოდის. აღნიშნული პირებისთვის არაფერი იცვლება, მათთვის ახალი ბარათის აღება სავალდებულო არ არის. არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ მგზავრობის საშუალო რაოდენობა მოქალაქისთვის დღეში ორნახევარია, ვინაიდან ადამიანები სახლის და სამსახურის გარდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტს სხვა საჭიროებებისთვისაც გამოიყენებენ. აქედან გამომდინარე თუ ტარიფს დავითვლით, საშუალო შეწონილი ტარიფი დაახლოებით, 60 თეთრი გამოდის, აქედან გამომდინარე ერთი ადამიანისთვის თვიური დანახარჯი 45 ლარს შეადგენს. სწორედ აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოქალაქეებისთვის არ გვინდოდა ტვირთი ყოფილიყო, ამიტომ ერთთვიანი სამგზავრო ტარიფის ღირებულება 40 ლარს შეადგენს. მოქალაქეების 90%-სთვის მგზავრობის ღირებულება ან იგივე დარჩა, არ გაუმჯობესდა მდგომარეობა ვადიანი სამგზავრო ბარათის შეძენის შემთხვევაში“, – განაცხადა წილოსანმა.

რაც შეეხება სამარშრუტო ხაზების ცვლილებას, როგორც წილოსანი განმარტავს, მოსახლეობის ნაწილს მიკროავტობუსიდან მეტროში ან ავტობუსში გადაჯდომა მოუწევს, თუმცა, მისივე განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოლოდინის დრო შემცირებულია და ეს მოსახლეობას პრობლემას არ შეუქმნის.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ის ტაქსის ფუნქციას ვერ შეასრულებს. აქედან გამომდინარე, გადაჯდომები იქნება. ქსელის ოპტიმიზაცია მოხდა, თუმცა აქამდე არსებობდა მარშრუტები, სადაც საშუალო მოლოდინის დრო 28 წუთი, 90 წუთი, 120 წუთი იყო, ახლა ასეთი მოლოდინის დრო არ გვაქვს. პიკურ პერიოდში მაქსიმალური მოლოდინის დრო 15 წუთი, ხოლო საშუალო მოლოდინის დრო 6-7 წუთია. მათ შეეძლებათ უფასოდ გადაჯდნენ 90 წუთის განმავლობაში. რაც შეეხება 24:00 საათამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის საკითხს, ჩვენი მიზანია მოქალაქეებს მოვემსახუროთ. არსებობენ ადამიანები, რომლებიც გვიანობამდე მუშაობენ და სჭირდებათ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. აქედან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა წილოსანმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img