25.11.2024

კობახიძე Amnesty International-ს განცხადებაზე – ტყუილი მიაწოდეს კონკრეტულ ორგანიზაციას და მათაც ეს ინფორმაცია გაავრცელეს

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის წყაროები მცდარ ინფორმაციას აწვდიან. როგორც კობახიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, ამ წყაროებს შორისაა სახალხო დამცველიც და გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები.

“პირველი წინადადებით რომ დავიწყოთ, “ხუთი კვირა შიმშილობს” – უკვე ტყუილია. ტყუილი მიაწოდეს კონკრეტულ ორგანიზაციას და მათაც ეს ინფორმაცია გაავრცელეს. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ესაა რეალობა. პირველი წინადადებაში არის ტყუილი, ყველაფერ დანარჩენში არის ტყუილი. იტყუება არა კონკრეტული ორგანიზაცია, არამედ მისი წყარო”, – ამბობს კობახიძე.

საერთაშორისო უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ, Amnesty International განაცხადა, რომ ის, რაც სააკაშვილის მიმართ ხდება, არის არამხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარად პოლიტიკური შურისძიება. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img