“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბევრად ადრე უღალატა გუნდს, ვიდრე თანამდებობიდან გადადგებოდა. მისი თქმით, ” საუბარია ღალატის ისეთ დეტალებზე, რომელიც შეიძლება ადამიანებისთვის შოკისმომგვრელი იყოს”. როგორც კობახიძემ პალიტრანიუსის” ეთერში აღნიშნა, ამ ეტაპზე, ამის შესახებ არ ისაუბრებს.
“დადგება აუცილებლად ამის დრო, როდესაც ვიტყვით იმას, თუ რა მოხდა 1 წლის წინ. რატომ მოხდა და რა მოხდა უფრო ადრე, რატომ ჰქონდა გადადგმული [გიორგი გახარიას] კონკრეტული ნაბიჯები სხვადასხვა მიმართულებით. ის თუ იტყვის, რაშიცაა სინამდვილეში საქმე, გაინადგურებს თავს, რანაირად იტყვის?! ვერაფერს ვერ ამბობს. აქ საუბარია ღალატის ისეთ დეტალებზე, რომელიც შეიძლება ადამიანებისთვის შოკისმომგვრელი იყოს. ეს ინფორმაცია გარკვეული ტიპის უხერხულობას შეიცავს, რის გამოც დღეს არ ღირს ამაზე საუბარი.” – თქვა კობახიძემ.