22.11.2024

კობახიძე – გვარამია პრეზიდენტის ინსტიტუტზე ბილწისტყვაობს, ამიტომ ზურაბიშვილმა არ უნდა შეიწყალოს

“ქართული ოცნების” თავჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ნიკა გვარამია პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ბილწსიტყვაობს, ამიტომ სალომე ზურაბიშვილმა ის არ უნდა შეიწყალოს.

მისი თქმით, თუ ზურაბიშვილი გვარამიას შეიწყალებს, “გამოდის, რომ ის არ იცავს პრეზიდენტის ინსტიტუტს”.

“გვარამია განსაკუთრებით პრეზიდენტის მიმართ გამოირჩეოდა ბილწსიტყვაობით, არა შეურაცხყოფით, არამედ პირდაპირ ბილწსიტყვაობით და როდესაც ბილწსიტყვაობს პრეზიდენტის მიმართ, ეს არ არის ბილწსიტყვაობა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ეს არის ბილწსიტყვაობა პრეზიდენტის ინტიტუტის მიმართ. თუ ასეთ პირობებში სალომე ზურაბიშვილი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც ჰქვია შეწყალება, გამოდის, რომ ის არ იცავს პრეზიდენტის ინსტიტუტს. ეს ძალიან მარტივად იქნებოდა ჩემთვის, როგორც უბრალოდ მოქალაქისთვის, ამის ნიშანი და მე დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს. პრეზიდენტი უნდა გაუფრთხილდეს პრეზიდენტის ინსტიტუტს.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ – სალომე ზურაბიშვილის მიმართ ბილწსიტყვაობა არის პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ბილსიტყვაობა და ამის გატარება უბრალოდ არ შეიძლება, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ჩამოგვეშვლება სახელმწიფო ინსტიტუტები. ის, ვინც ბილწისტყვაობს პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, არ შეიძლება გახდეს შეწყალების საგანი”, – თქვა კობახიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img