26.11.2024

კობახიძე – „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის ინსტიტუტს უფრთხილდებოდა და ჭუჭყის გარეთ გამოტანა არ სურდა

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ არ ისაუბრეს მმართველი პარტიის წევრებმა აქამდე იმაზე, რომ როგორც თავად ამბობს, ელჩების დანიშვნის შესახებ რამდენიმე წარდგინებაზე პრეზიდენტს თითქმის ერთი წელია პასუხი არ გაუცია.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის ინსტიტუტს უფრთხილდებოდა და „ჭუჭყის გარეთ გამოტანა არ სურდა“.

„პასუხი არის მარტივი – „ქართული ოცნება“, საქართველოს მთავრობა პრეზიდენტის ინსტიტუტს უფრთხილდებოდა, არ გვინდოდა ეს ჭუჭყი გარეთ გამოგვეტანა. როდესაც კონსტიტუციას არღვევს საქართველოს პრეზიდენტი, ეს არის ჭუჭყი, რომელიც არ გვინდოდა გარეთ გამოგვეტანა. ვიზიტებთან დაკავშირებითაც კონსტიტუცია არაერთხელ დაარღვია, ესეც არ გვინდოდა გარეთ გამოგვეტანა. როდესაც მან თავად გადაწყვიტა ამ ჭუჭყის გამოტანა, მაშინ მივიღეთ ჩვენც გადაწყვეტილება ამ თემაზე საუბრის დაწყების თაობაზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img