24.11.2024

კობახიძე – რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს შევინარჩუნებთ – ვერ დავაზიანებთ მოსახლეობას იმ სანქციებით, რომლითაც რუსეთს ვერანაირად დავშლით

ჩვენ, რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობებს შევინარჩუნებთ, გამომდინარე იქიდან, რომ სანქციებს არ ვუერთდებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობები ომში მყოფ ქვეყანას – უკრაინას კვლავაც შენარჩუნებული აქვს და ასეთ ვითარებაში გასაგებია, „რატომ ვინარჩუნებთ ჩვენ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს“.

„ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობებს ვინარჩუნებთ ისევე, როგორც, მათ შორის, უკრაინა. ევროკავშირში გაზის 80% უკრაინის გავლით შედის და არა მარტო შედის, არამედ, უკან უბრუნდება რუსული გაზი უკრაინას რეიმპორტის სახით. ანუ, გაზის ნაწილში უკრაინას რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობები კვლავაც ჩვეულებრივად აქვს. ეს არის ომში უშუალოდ მყოფი ქვეყანა. ასეთ ვითარებაში, მით უმეტეს, გასაგებია, თუ რატომ ვინარჩუნებთ ჩვენ სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან. სადაც უკრაინა ამ ურთიერთობებს ინარჩუნებს, იქ ლოგიკურია, რომ ბუნებრივია, ჩვენი ინტერესები ჩვენც გვაქვს. აქედან გამომდინარე, სანქციებთან დაკავშირებით პოზიცია არის ნათელი. ამ ურთიერთობების არავითარ რაღაც განსაკუთრებულ გაფართოებაზე, ბუნებრივია, არ და ვერ იქნება საუბარი, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობებს შევინარჩუნებთ, გამომდინარე იქიდან, რომ სანქციებს არ ვუერთდებით“, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების ნაწილში მმართველი გუნდის პოზიცია მკაფიოა და ამის მიზეზები დასავლელმა პარტნიორებმაც იციან.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img