24.11.2024

კობახიძე – თუ ევროკავშირი კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებს, არჩევნები 2%-იანი ბარიერით ჩატარდება

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, არჩევნები 2%-იანი ბარიერით ჩატარდება.

მისი თქმით, ამ პოლიტიკურ ვალდებულებას ევროპული საბჭოსა და ევროპული კომისიის წინაშე იღებენ.

“მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება – დეკემბერში, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად, 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით ჩატარდება.

ამ პოლიტიკურ ვალდებულებას ჩვენ ვიღებთ პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით ევროპული საბჭოსა და ევროპული კომისიის წინაშე”, – თქვა კობახიძემ ბრიფინზე.

მისივე თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, არჩევნები 5%-იანი ბარიერით ჩატარდება.

“დარწმუნებული ვართ, ნაციონალურ მოძრაობას თავისი სატელიტებით 2024 წელს 2%-იანი ბარიერის პირობებშიც პირწმინდად დავამარცხებთ, რაც ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარების აუცილებელი პირობაა”, – დაამატა კობახიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img