22.11.2024

კობახიძე უკრაინაში ვიზიტზე – კარგია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ იქნება ამ ვიზიტში, ბორტს მიღმა დარჩნენ

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, “ძალიან კარგია”, რომ საპარლამენტო დელეგაციაში, რომელიც უკრაინაში გაემგზავრება, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არ იქნება.

“ჩვენი შეთავაზება იცით, რაც იყო გუშინ, რომ ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან თითო წარმომადგენელი ყოფილიყო. ამის მერე გამჟღავნდა მათი რეალური სურვილი და იდეალურად დალაგდა პრინციპში დელეგაცია. იდეალურია ის, როდესაც ვიზიტი მრავალპარტიულია, შესაბამისად, მრავალპარტიული ფორმით იქნება გამოხატული სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ და ამავე დროს, ძალიან კარგია ის, რომ ნაცმოძრაობის წარმომადგენელი არ იქნება ამ ვიზიტში. ეს არის ძალიან ლოგიკური, ნიშანდობლივი და სიმბოლურიც. ნაციონალური მოძრაობა, რომელიც არის ომის პარტია, არ უნდა იყოს ქართულ ოცნებასთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ამ ვიზიტზე წარმოდგენილი”, – ამბობს კობახიძე.

კობახიძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” მარტო დარჩა და მოხდა ყველაფრის ლუსტრაცია.

“ნაცმოძრაობა დარჩა მარტო, ყველა პოლიტიკურ ჯგუფი მიდის, ყველა ერთად ქართულ ოცნებასთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად, რომელიც ჩვენი პარტიის ლიდერია. გამოდის რა? ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც ამას აცხადებს, არის ნაცმოძრაობა. შესაბამისად, მოხდა ყველაფრის ლუსტრაცია. ომის პარტია, რა თქმა უნდა უნდა იყოს ბორტს მიღმა და ისინი დარჩნენ ბორტს მიღმა. ეს არის ძალიან სიმბოლური, ნიშანდობლივი და ძალიან კარგი” – განაცხადა კობახიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img