25.11.2024

კომპანიები, რომლებმაც ბოლო 1 კვირის განმავლობაში დატოვეს რუსეთი და სანქციები და შეზღუდვები დააწესეს რუსულ ბაზარზე

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაშ შეიჭრა და საომარი მოქმედებები დაიწყო, ათეულობით ქვეყანამ მას მკაცრი ეკონომიკური და ფინანსური სანქციები დაუწესა.

საერთაშორისოდ ცნობილი კომპანიები ყოველდღიურად ტოვებენ რუსეთის, წყვეტენ პროდუქციის მიწოდებას ან შეზღუდვებს უწესებენ რუს მომხმარებლებს. 

კომპანიები, რომლებმაც ბოლო 1 კვირის განმავლობაში დატოვეს რუსეთი, ვინც სანქციები და შეზღუდვები დააწესეს რუსულ ბაზარზე.

კომპანიების ჩამონათვალი:

  1. Activision Blizzard – წყვეტს თამაშების გაყიდვას რუსეთში
  2. Adidas – დახურა მაღაზიები რუსეთში, შეაჩერა ონლაინ გაყიდვები, გაწყვიტა პარტნიორობა რუსეთის საფეხბურთო კავშირთან
  3. Adobe – წყვეტს გაყიდვებს და ახალი პროდუქტების იმპორტს რუსეთის ტერიტორიაზე
  4. Airbnb – წყვეტს ყველა ოპერაციას რუსეთსა და ბელარუსში
  5. Airbus – თვითმფრინავების მწარმოებლები აღარ აპირებენ რუსული გადამზიდებისთვის ნაწილების ან სერვისი მიწოდებას
  6. ASOS – წყვეტს გაყიდვებს რუსეთის ტერიტორიაზე
  7. Audi -წყვეტს წარმოებას, ამასთან აჩერებს ექსპორტს
  8. AUTODESK – გადის რუსეთის ბაზრიდან
  9. AMD – წყვეტს მიკროჩიპებისა და სხვა პროდუქტების გაყიდვას რუსეთსა და ბელარუსში.
  10. Amazon – წყვეტს რუსეთში ამანათების გაგზავნას და ახალი მომხმარებლების მიღებას რუსეთსა და ბელარუსში
  11. American Express – შეზღუდა ბარათების მოქმედება რუსეთის ტერიტორიაზე, გააუქმა ბარათების წარმოება
  12. Apple – რუსეთში გაყიდვებს წყვეტს, გარდა ამისა, App Store-დან წაიშალა სახელმწიფო მედიები – Sputnik და RT 
  13. Apple Pay – რუსული ბანკების გამოშვებული VISA და Matercard-ის ბარათებისთვის ხელმიუწვდომელი იქნება
  14. Aston Martin – წყვეტს რუსეთში მანქანების მიწოდებას
  15. BALENCIAGA – ხურავს მაღაზიებს რუსეთის ტერიტორიაზე
  16. BBC Studios – გაიწვია ლიცენზიები და შეწყვიტა მოლაპარაკებები რუსულ პარტნიორებთან/ 
  17. BP – კომპანია უარს ამბობს თითქმის 20%-იან წილზე რუსეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია Rosneft-ში
  18. BBC -დროებით წყვეტს ჟურნალისტურ საქმიანობას რუსეთში
  19. BMW  – წყვეტს ექსპორტსა და წარმოებას
  20. BOLT – წყვეტს მუშაობას ბელარუსში და რუსულ პროდუქტებს ამოიღებს გაყიდვიდან
  21. Boeing – მომსახურებას წყვეტს, თვითმფრინავების მწარმოებელი აღარ მიაწვდის რუსულ გადამზიდებს ნაწილებს
  22. Booking.com – ტოვებს რუსულ ბაზარს
  23. Budvar – ლუდის მწარმოებელი ჩეხური კომპანია რუსეთში პროდუქციის მიწოდებას წყვეტს
  24. Bumble – გაცნობის აპლიკაცია აცხადებს, რომ რუსეთში მუშაობას წყვეტს და აპლიკაციებს ეფლისა და გუგლიდან რუსეთსა და ბელარუსში ამოიღებს.
  25. Cannes Festival – დაბლოკა რუსული დელეგაცია და კრემლთან დაახლოებული ადამიანები
  26. Calvin Klein – დროებით ხურავს მაღაზიებს და წყვეტს გაყიდვებს
  27. Canon – წყვეტს გაყიდვებს და ახალი პროდუქტების ჩატანას რუსეთის ტერიტორიაზე
  28. Carlsberg – რუსეთში ინვესტიციებს წყვეტს და ექსპორტის ზღუდავს
  29. Cartier – წყვეტს მუშაობას რუსეთის ტერიტორიაზე
  30. CD Project RED – შეწყვიტა თამაშების გაყიდვა რუსეთსა და ბელარუსში
  31. Chanel- ხურავს მაღაზიებს რუსეთში
  32. Cisco –  წყვეტს მუშაობას რუსეთსა და ბელარუსში
  33. Coca Cola – რუსეთში მუშაობას წყვეტს
  34. Continental – საბურავებისა და მანქანის ნაწილების გერმანული მწარმოებელი – გავიდა ბაზრიდან
  35. Daimler Truck – წყვეტს თანამშრომლობას რუსულ პარტნიორ Kamaz-თან
  36. Danone – აჩერებს საინვესტიციო პროექტებს რუსეთში, თუმცა, აგრძელებს რძის პროდუქტებით მომარაგებას, რათა უზრუნველყოს საკვების ძირითადი საჭიროებები. 
  37. DELL – აჩერებს მუშაობას რუსეთში. 
  38. DELOITE – გავიდა ბაზრიდან
  39. Diageo – შეაჩერა ალკოჰოლის გაყიდვები რუსეთში (რაც მოიცავს Johnnie Walker, Captain Morgan, Guinness, Smirnoff, White Horse და ა.შ.)
  40. Discovery – შეწყვიტა 15 არხის მაუწყებლობა რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის HGTV, Animal Planet, TLC და Eurosport,
  41. Disney – კინოსტუდია წყვეტს რუსეთში კინოგაქირავებას
  42. Dell – შეაჩერა გაყიდვები რუსეთში
  43. DMarket (NFT პლატფორმა) – გაყინა რუსი და ბელარუსი მომხმარებლების ანგარიშები და მათი თანხები გადაურიცხა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს
  44. DHL – გადის ბაზრიდან
  45. EA Sports/Games – ამოიღო რუსეთის ნაკრები და ყველა რუსული გუნდი თამაშებიდან: FIFA 22, FIFA Mobile და FIFA Online
  46. EBAY – შეაჩერა ამანათების მიწოდება რუსეთში
  47. Electronic Arts – შეაჩერა რუსეთში თამაშების გაყიდვა
  48. Embraer – წყვეტს რუსეთში თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილების მიწოდებას და უარს აცხადებს რუსული კომპანიების მფლობელობაში არსებული ავიაპარკის მომსახურებაზე
  49. EPAM Systems – წყვეტს თანამშრომლობას რუს კლიენტებთან
  50. Epic Games – წყვეტს თამაშების გაყიდვას რუსეთში
  51. EUROVISION – მომდევნო კონკურსზე რუსი მომღერალი მონაწილეობას არ მიიღებს. 
  52. Ericsson – შეაჩერა რუსეთში ფიჭური კავშირის სისტემების მიწოდება
  53. Ernst & Young – კომპანიამ განაცხადა, რომ არ მოემსახურება რუსეთის სამთავრობო კლიენტებს, სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ კომპანიებს და სანქცირებულ ადამიანებს მსოფლიოს მასშტაბით. 
  54. ExxonMobil – ტოვებს საკვანძო პროექტს – Sakhalin-1, ამასთან, უარს ამბობს, რუსეთში სამომავლო ინვესტიციებზე
  55. Facebook – ევროკავშირში RT  და Sputnik დაბლოკა
  56. FedEx – შეწყვიტა მუშაობა რუსეთსა და ბელარუსში
  57. Ferrari – გავიდა ბაზრიდან და გადარიცხა 1 მილიონი ევრო უკრაინაში დაზარალებულთა მხარდასაჭერად
  58. FIH (ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია) – ტურნირებიდან მოკვეთა ბელარუსი და რუსეთი
  59. Formula 1 – გააუქმა სოჭის გრანდ პრი, ევროკავშირმა Formula 1-ის ყოფილი მრბოლელი, ნიკიტა მაზეპინი და მამამისი, დმიტრი მაზეპინი სანქცირებული პირების სიაში დაამატა. 
  60. Ford Motor Company – რუსეთში მუშაობას წყვეტს
  61. Fortum – შეაჩერა ყველა საინვესტიციო პროექტი რუსეთში
  62. FIFA – ეროვნული ნაკრების დისკვალიფიკაცია მსოფლიო ჩემპიონატზე და რუსეთში ნებისმიერი საერთაშორისო მატჩის ჩატარების აკრძალვა
  63. Google Pay – რუსული ბანკების გამოშვებული VISA და Matercard-ის ბარათებისთვის ხელმიუწვდომელი იქნება
  64. Google – დაბლოკა რუსული სახელმწიფო მედიების წვდომა თავის პლატფორმებზე, მათ შორის Google Play-ზე. 
  65. Google Pay – დაიბლოკა რუსული ბანკების ბარათებისთვის, სისტემა ხელმისაწვდომი არ იქნება სანქცირებული ადამიანებისთვის
  66. Google Maps – ინფორმაციის ბლოკი რუსებისთვის
  67. General Electric – აჩერებს მუშაობას რუსეთში, მხოლოდ გადაუდებელი სამედიცინო აღჭურვილობით უზრუნველყოფს
  68. General Motors – რომელიც ფლობს CHEVROLET და Cadillac-ს წყვეტს რუსეთში მუშაობას და ავტომობილების მიწოდებას
  69. Gucci –  ხურავს მაღაზიებს რუსეთში და წყვეტს მუშაობას.
  70. H&M – მაღაზიების ქსელი რუსეთში დროებით ყველა გაყიდვას აჩერებს
  71. Haas Formula 1 Team – ცალმხრივად გაწყვიტა კონტრაქტი სატიტულო სპონსორ კომპანია URALKALI-თან და შეუწყვიტა კონტრაქტი რუს პილოტ ნიკიტა მაზეპინს
  72. Harley-Davidson – წყვეტს მოტოციკლების მიწოდებას
  73. Hermès-  ხურავს მაღაზიებს რუსეთში და წყვეტს მუშაობას.
  74. Heineken – შეწყვიტა ლუდის ექსპორტი და შეაჩერა საინვესტიციო პროექტები რუსეთში
  75. Hennessy – შეწყვიტა იმპორტი და დახურა რუსული მაღაზიები
  76. HP – რუსეთში წყვეტს იმპორტსა და გაყიდვებს
  77. Honda – შეწყვიტა ავტომობილების, მოტოციკლების და სათადარიგო ნაწილების ექსპორტი რუსეთში
  78. IBM – აჩერებს მუშაობას რუსეთში
  79. IHerb – შეწყვიტა პროდუქციის მიწოდება რუსეთში
  80. Ikea – ავეჯის კომპანია რუსეთში ყველა თავის მაღაზიას ხურავს, ასევე წყვეტს შეკვეთების მიღებას რუსეთიდან და ბელარუსიდან
  81. Inditex – ესპანური კომპანია, რომელიც ფლობს Zara, Pull & Bear, Massimo Dutti და Bershka-ს მაღაზიებს ხურავს და რუსეთში მუშაობას წყვეტს
  82. Instagram – ბლოკავს რუსულ პროპაგანდას
  83. Intel (INTC) – წყვეტს პროდუქციის მიწოდებას რუსეთსა და ბელარუსში
  84. IJF – გააუქმა ვლადიმერ პუტინის ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის საპატიო პრეზიდენტის სტატუსი
  85. IOC (საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი) – გააუქმა ყველა შეჯიბრი რუსეთში და რუს სპორტსმენებს აუკრძალა საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა
  86. Jaguar – წყვეტს ავტომობილების მიწოდებას
  87. Jooble – გააუქმა სერვისები რუსეთსა და ბელარუსში
  88. JUSK – დახურა 13-ვე მაღაზია რუსეთში
  89. Karl Lagerfeld – შეწყვიტა პროდუქციის იმპორტი და დახურა რუსული მაღაზიები
  90. Kinros Gold – შეაჩერა საქმიანობა რუსეთში
  91. KFC – დახურა რესტორნები რუსეთში
  92. KPMG – გავიდა რუსეთის ბაზრიდან
  93. Kuehne – შეწყვიტა საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო მიწოდება რუსეთში
  94. LAND ROVER – შეწყვიტა ავტომობილების მიწოდება რუსეთში
  95. Lamborghini – შეწყვიტა ავტომობილების იმპორტი და დახურა მაღაზიები რუსეთში
  96. LEGO – შეაჩერა პროდუქციის მიწოდება რუსეთის 81-ვე მაღაზიაში
  97. Lenovo – გავიდა რუსეთის ბაზრიდან
  98. Lexus – წყვეტს ავტომობილების იმპორტს რუსეთში
  99. LinkedIn – ემზადება ქვეყნიდან სრულად გასასვლელად
  100. LVMH – რომელიც ფლობს ცნობილ ბრენდებს Christian Dior, Givenchy და Bulgari წყვეტს მუშაობას რუსეთში და ხურავს 124-ვე მაღაზიას 
  101. L’Oreal – დახურა მაღაზიები რუსეთში
  102. Louis Vuitton –  ხურავს მაღაზიებს რუსეთში და წყვეტს მუშაობას.
  103. LUFTHANSA SYSTEMS – უარს ამბობს, ითანამშრომლოს რუს კლიენტებთან. 
  104. Mazda – შეწყვიტა ავტომობილების და სათადარიგო ნაწილების ექსპორტი რუსეთში
  105. Mastercard –  წყვეტს რუსეთში მუშაობას, შეაჩერა ბარათების წარმოება, გათიშა ყველა სანქცირებული ბანკი, რუსეთში გამოცემული ბარათები მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე იმოქმედებს.  
  106. Massimo Dutti – შეაჩერა რუსეთში მაღაზიების ფუნქციონირება
  107. Maersk – შეწყვიტა მიწოდება რუსეთში 
  108. McDonalds – დახურა 847 რესტორანი რუსეთის ტერიტორიაზე
  109. Mercedes-Benz – შეაჩერა ავტომობილებისა და ფურგონების მიწოდება და წარმოება რუსეთში
  110. Megogo – წაშალა ყველა რუსული ფილმი
  111. Microsoft (MSFT) – რუსეთში წყვეტს პროდუქციისა და მომსახურების გაყიდვას
  112. MOET – შეწყვიტა იმპორტი და დახურა რუსული მაღაზიები
  113. Mothercare – დახურა 120 მაღაზია და შეაჩერა ონლაინ გაყიდვები რუსეთში
  114. NAGE – შეწყვიტა ყველა მიწოდება რუსეთში
  115. NFT – რუსეთისა და ბელორუსის მომხმარებლების ფინანსები დაბლოკა, მათი ფული კი უკრაინაში გადარიცხა
  116. Netflix – რუსეთიდან გამომწერების დაბლოკა, რუსული სერიალების წარმოება შეაჩერა
  117. Nike – რუსეთში ხურავს ყველა მაღაზიას
  118. Nintendo – წყვეტს რუსეთში მუშაობას
  119. Nestle – რუსეთში ექვსივე ქარხანას ხურავს
  120. Nokia – წყვეტს რუსეთში ფიჭური კავშირისათვის საჭირო ტექნოლოგიური აღჭურვილობის მიწოდებას
  121. Oracle – შეაჩერა ყველა ოპერაცია რუსეთში
  122. OneWeb – შეაჩერა ყველა სატელიტის კოსმოსში გაგზავნა ბაიკონურის კოსმოდრომიდან
  123. OnlyFans – წყვეტს რუსეთში მუშაობას
  124. Panasonic – შეაჩერა ნებისმიერი სახის სავაჭრო ოპერაცია რუსეთთან
  125. Paramount – დაბლოკა კინოგაქირავება რუსეთში
  126. Parimatch – აჩერებს მუშაობას რუსეთში
  127. Paulig – გავიდა რუსეთის ბაზრიდან
  128. Paysera – შეაჩერა გადარიცხვები რუსეთში, დახურა რუსული ანგარიშები
  129. PayPal – რუსეთში თავისი სერვისები გააუქმა
  130. Pepsico – შეწყვიტა გამაგრილებელი სასმელების გაყიდვა რუსეთში
  131. Pizza Hut – დახურა რესტორნები რუსეთში
  132. Playstation – შეაჩერა გაყიდვები რუსეთში
  133. Porsche – შეაჩერა ავტომობილების მიწოდება და არსებული მანქანების საგარანტიო მომსახურება რუსეთში
  134. Procter & Gamble – გავიდა რუსეთის ბაზრიდან
  135. PWC –  გავიდა რუსეთის ბაზრიდან
  136. PUMA – წყვეტს რუსეთში პროდუქციის მიწოდებას, თუმცა 100-ზე მეტი მაღაზია ღია რჩება
  137. Renault – მოსკოვში დროებით წყვეტს წარმოებას “ლოჯისტიკური პრობლემების გამო”
  138. Rockstar Games – შეწყვიტა თამაშების გაყიდვა რუსეთსა და ბელარუსში 
  139. Rolex – შეწყვიტა ექსპორტი და გაყიდვები რუსეთის ტერიტორიაზე
  140. Rolls-Royce – შეწყვიტა ექსპორტი და გაყიდვები რუსეთის ტერიტორიაზე
  141. Samsung – მობილური ტელეფონებისა და სხვა ტექნიკის მიწოდებას წყვეტს
  142. Samsung pay – სერვისს აუქმებს რუსეთში
  143. SAP – შეწყვიტა ბიზნესი რუსეთში და უარი განაცხადა ყველა სერვისისა და პროდუქტის გაყიდვაზე
  144. Serpstat – დახურა რუსული ანგარიშები თანხების დაბრუნების გარეშე
  145. Scania – შეწყვიტა მანქანებისა და ნაწილების რუსეთში მიწოდება
  146. Shell – ტოვებს რუსეთის სახელმწიფო კომპანია Gazprom-თან ერთობლივ პროექტებს და წყვეტს Nord Stream 2-ის პროექტში მონაწილეობას
  147. Siemens (მატარებლები, ქარხნები, პროგრამული უზრუნველყოფა) – შეაჩერა ყველა ახალი ოპერაცია და საერთაშორისო მიწოდებები რუსეთში
  148. Sony – რუსულ კინოთეატრებში ფილმების გაშვებას წყვეტს
  149. Snapchat – წყვეტს რეკლამების განთავსებას რუსეთსა და ბელარუსში 
  150. Skoda – წყვეტს წარმოებას, ამასთან აჩერებს ექსპორტს
  151. Spotify – დახურა თავისი ოფისი რუსეთში, ასევე წაშალა RT-სა და Sputnik-ს მთელი კონტენტი ევროპასა და სხვა რეგიონებში
  152. Starbucks – შეწყვიტა მუშაობა რუსეთში, დროებით დახურა კაფეები და შეწყვიტა პროდუქტების იმპორტი
  153. Swatch Group – რუსეთში გაყიდვები შეაჩერა.
  154. Suzuki – შეაჩერა ავტომობილების და მოტოციკლების მიწოდება რუსეთში
  155. Taiwan Semiconductor Manufacturing Company (TSMI) – შეწყვიტა ნახევარგამტარების იმპორტი რუსეთში, რომელთა ბაზაზეც იწყობოდა რუსული მიკროპოროცესორები
  156. Twitter – შეამცირებს რუსული სახელმწიფო მედიების ხილვადობას
  157. TikTok – რუსეთში ახალი მასალის განთავსებასა და ლაივ რეჟიმის ფუნქციას აუქმებს 
  158. Tommy Hilfiger – დროებით ხურავს მაღაზიებს და წყვეტს გაყიდვებს რუსეთში
  159. Toyota – აჩერებს წარმოებას სანკტ-პეტერბურგის ქარხანაში, რომელიც უშვებს RAV4-სა და Camry-ს მოდელებს
  160. TJX Cos – რუსეთში თავის 25%-იან წილს ყიდის
  161. UEFA ში- რუსეთი გარიცხულია შეჯიბრებიდან. სანქტ-პეტერბურგში ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაუქმდა, გენერალურ სპონსორ გაზპრომთან კონტრაქტის გაწყვიტა.
  162. Unilever – რუსეთში იმპორტსა და ექსპორტს მთლიანად წყვეტს
  163. UNIPER – შეაჩერა ყველა ახალი საინვესტიციო პროექტი რუსეთში
  164. Universal Music Group – წყვეტს მუშაობას რუსეთში და ხურავს რუსეთის ოფისს
  165. Universal pictures – რუსეთში კინოგაქირავებასა და კინოთეატრებისთვის ფილმების მიწოდებას წყვეტს
  166. Visa –  წყვეტს რუსეთში მუშაობას, შეაჩერა ბარათების წარმოება, გათიშა ყველა სანქცირებული ბანკი, რუსეთში გამოცემული ბარათები მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე იმოქმედებს
  167. Volvo – აჩერებს მიწოდებებს რუსეთში
  168. YouTube – დაბლოკა უკრაინაში რუსული სახელმწიფო მედიების ანგარიშები. ამასთან, მათ აეკრძალებათ რეკლამის განთავსება და კონტენტის მონეტიზაცია
  169. Warner Bros – შეაჩერა კინოგაქირავება რუსეთში
  170. Webmoney – რუსეთში ტრანზაქციები შეაჩერა
  171. World Bank – შეაჩერა ყველა თავის პროგრამა რუსეთსა და ბელარუსში
  172. Valio – გავიდა რუსეთის ბაზრიდან
  173. Valve – გათიშა ანგარიშსწორება რუსული ბარათებით Steam პლატფორმაზე
  174. Volkswagen – კომპანია, რომელიც აერთიანებს Audi, Ducati, Skoda-სა და Porsche-ს, რუსეთში ორ ქარხანაში წყვეტს წარმოებას, ამასთან აჩერებს ექსპორტს
  175. VOGUE – შეაჩერა საქმიანობა რუსეთში, შეწყვიტა რუსული გამოცემის გამოშვება
  176. Yves Saint Laurent –   ხურავს მაღაზიებს რუსეთში და წყვეტს მუშაობას.
  177. ZARA – შეწყვიტა რუსული მაღაზიების ფუნქციონირება

 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img