ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად მხარი დაუჭირა “უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტის” მიღებას.
ეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მისცემს შესაძლებლობას უკრაინას უფრო სწრაფად გაუგზავნოს იარაღი და საჭირო მარაგები რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას.
417 კონგრესმენმა ლენდ-ლიზის (სესხება-იჯარა) წინადადებას მხარი დაუჭირა, 10 კი წინააღმდეგი იყო.
“უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტით” აშშ შეძლებს აუცილებელი მნიშვნელობის სამხედრო აღჭურვილობა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგები უკრაინას ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მიაწოდოს. ამ აქტით აშშ-ს უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემა დე ფაქტო საჩუქრად შეუძლიათ, მიმღები ქვეყნის მხრიდან მომავალში აშშ-ისთვის დაბრუნების პირობით.
ლენდ-ლიზის პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა და კონფლიქტის მსვლელობაში გადამწყვეტი მნიშვნელობის აქტად მიიჩნევა, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებამ აშშ-ს მისცა შესაძლებლობა ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლი მოკავშირეებისთვის სწრაფად მიეწოდებინა იარაღი და მარაგები.