საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი – 8 767 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 49 პაციენტი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 15.55%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 11.39% ხოლო 7 დღის მანძილზე – 12.76%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 173 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 951 428.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 5 052 შემთხვევა,
აჭარა – 851,
იმერეთი – 861,
ქვემო ქართლი – 351,
შიდა ქართლი – 538,
გურია – 119,
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 334,
კახეთი -277,
მცხეთა-მთიანეთი – 176,
სამცხე-ჯავახეთი – 165,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -43.