დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] ინფორმაციით, საქართველოში გასულ ერთ კვირაში კორონავირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 7 დღეში ქვეყანაში ჩატარდა 67 482 ტესტი და დადასტურდა 12 729 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 11 199 ადამიანი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 16.82%.