საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 13 150 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 35 პაციენტი. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 175 923. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 980 პირი ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 28.82%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 20.75% ხოლო 7 დღის მანძილზე – 23.80%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 8 503 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 009 778.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 13 150 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 7 078 შემთხვევა, აჭარა – 1 734, იმერეთი – 1 740, ქვემო ქართლი – 661, შიდა ქართლი – 554, გურია – 119, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 640, კახეთი – 206, მცხეთა-მთიანეთი – 136, სამცხე-ჯავახეთი – 268, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.