ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 14 405 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 29.64%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 32.04% ხოლო 7 დღის მანძილზე – 30.78%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 24 409 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 348 581.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 14 405 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 7 040 შემთხვევა, აჭარა – 825, იმერეთი – 2 014, ქვემო ქართლი – 734, შიდა ქართლი – 841, გურია – 565, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 902, კახეთი – 948, მცხეთა-მთიანეთი – 261, სამცხე-ჯავახეთი – 199, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 76.