ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 17 066 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გარდაიცვალა კიდევ 30 პაციენტი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 26.5%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 17.88% ხოლო 7 დღის მანძილზე – 22.10%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 397 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 986 928.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 066 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 256 შემთხვევა, აჭარა – 1 523, იმერეთი – 2 219, ქვემო ქართლი – 780, შიდა ქართლი – 775, გურია – 240, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 865, კახეთი -683, მცხეთა-მთიანეთი – 289, სამცხე-ჯავახეთი – 388, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 48.