საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 17 265 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 34 პაციენტი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 24.95%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 20.01% ხოლო 7 დღის მანძილზე – 23.24%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 947 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 001 275.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 265 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 8 980 შემთხვევა, აჭარა – 1 913, იმერეთი – 2 247, ქვემო ქართლი – 870, შიდა ქართლი – 679, გურია – 264, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 944, კახეთი -657, მცხეთა-მთიანეთი – 408, სამცხე-ჯავახეთი – 266, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 37.