ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 851 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გარდაიცვალა 55 პაციენტი. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 814 097-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.41%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.25% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.97%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 530 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 755 229.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 851 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 861 შემთხვევა, აჭარა – 83, იმერეთი – 350, ქვემო ქართლი – 84, შიდა ქართლი – 104, გურია – 48, სამეგრელო – ზემო სვანეთი -115, კახეთი – 92, მცხეთა-მთიანეთი – 51, სამცხე-ჯავახეთი – 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -16.