ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 19 968 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 55 პაციენტი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 31.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 30.24% ხოლო 7 დღის მანძილზე – 33.04%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 23 675 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 178 151.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 19 968 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 493 შემთხვევა, აჭარა – 1 654, იმერეთი – 2 760, ქვემო ქართლი – 980, შიდა ქართლი -1 184, გურია – 580, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 327, კახეთი – 1 110, მცხეთა-მთიანეთი – 410, სამცხე-ჯავახეთი – 371, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 99.