საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 24 616 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 54 პაციენტი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 33.61%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 28.31% ხოლო 7 დღის მანძილზე – 31.86%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 18 221 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 124 442.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 24 616 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 11 801 შემთხვევა, აჭარა – 2 187, იმერეთი – 3 382, ქვემო ქართლი – 1 265, შიდა ქართლი -1 418, გურია – 657, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 577, კახეთი – 1 114, მცხეთა-მთიანეთი – 697, სამცხე-ჯავახეთი – 380, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 138.