26.11.2024

კორონავირუსით ინფიცირების 4100 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 67 პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 100 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 67 პაციენტი. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 857 933-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 258 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.92%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.75% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.39%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 397 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 799 850.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 100 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 658 შემთხვევა,

აჭარა – 189,

იმერეთი – 675,

ქვემო ქართლი – 247,

შიდა ქართლი – 401

გურია – 111,

სამეგრელო – ზემო სვანეთი – 302,

კახეთი – 252,

მცხეთა-მთიანეთი – 102,

სამცხე-ჯავახეთი – 134,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 29.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img