საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 4 459 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 65 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 119 პირი ემსხვერპლა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 850 102-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.69%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.91% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.65%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 957 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 792 158.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 459 ახალი შემთხვევიდან:
☑თბილისში გამოვლენილია 1 740 შემთხვევა,
☑ აჭარა – 186,
☑ იმერეთი – 843,
☑ ქვემო ქართლი – 257,
☑ შიდა ქართლი – 349,
☑ გურია – 136,
☑ სამეგრელო – ზემო სვანეთი – 358,
☑ კახეთი – 260,
☑ მცხეთა-მთიანეთი – 128,
☑ სამცხე-ჯავახეთი – 171,
☑ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 31.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 799