22.11.2024

კორონავირუსით ინფიცირების 5 504 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 24 პაციენტი

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 5 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გარდაიცვალა 24 პაციენტი. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 995 687-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 449 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.62 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.43% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.60%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 304 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 928 441.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 504 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 3 222 შემთხვევა, აჭარა – 768, იმერეთი – 483, ქვემო ქართლი – 189, შიდა ქართლი – 203, გურია – 109, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 184, კახეთი -159, მცხეთა-მთიანეთი – 101, სამცხე-ჯავახეთი – 72, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -14.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img