ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 326 ახალი დადასტურებული შემთხვევა და გარდაიცვალა 48 პაციენტი. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 979 235-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 359 პირი ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.60 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.86% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.91%.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 326 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 148 შემთხვევა, აჭარა – 563, იმერეთი – 437, ქვემო ქართლი – 176, შიდა ქართლი – 277, გურია – 148, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 226, კახეთი -178, მცხეთა-მთიანეთი -92, სამცხე-ჯავახეთი – 66, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -15.