საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 817 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გარდაიცვალა 3 პაციენტი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.47%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.64% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.45%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 017 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 604 595-მდე.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 817 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 374 შემთხვევა, აჭარა – 39, იმერეთი – 105, ქვემო ქართლი – 33, შიდა ქართლი – 44, გურია – 54, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 81, კახეთი – 53, მცხეთა-მთიანეთი – 22, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10.