ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 9 400 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 34 პაციენტი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 28.95%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 31.5% ხოლო 7 დღის მანძილზე – 29.7%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 18 770 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 388 534.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 9 400 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 4 323 შემთხვევა, აჭარა – 611, იმერეთი – 1 440, ქვემო ქართლი – 511, შიდა ქართლი – 464, გურია – 344, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 661, კახეთი – 723, მცხეთა-მთიანეთი – 157, სამცხე-ჯავახეთი – 122, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 44.