24.11.2024

კორონავირუსით ინფიცირების ანტირეკორდი – 18 274 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა კიდევ 41 პაციენტი

საქართველოში ბოლო 24 საათი გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 18 274 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გარდაიცვალა 41 პაციენტი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 21.56%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 18.99% ხოლო 7 დღის მანძილზე – 22.67%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 8 400 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 995 328.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 18 274 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 9 297 შემთხვევა, აჭარა – 1 833, იმერეთი – 2 277, ქვემო ქართლი – 1 024, შიდა ქართლი – 932, გურია – 308, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 988, კახეთი -815, მცხეთა-მთიანეთი – 367, სამცხე-ჯავახეთი – 359, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 74.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img