ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 15 644 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გარდაიცალა კიდევ 46 პაციენტი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 29.57%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 32.01% ხოლო 7 დღის მანძილზე – 30.99%.ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 24 110 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 324 172.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 15 644 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 7 574 შემთხვევა, აჭარა – 1 109, იმერეთი – 2 342, ქვემო ქართლი – 865, შიდა ქართლი – 946, გურია – 447, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 914, კახეთი – 866, მცხეთა-მთიანეთი – 334, სამცხე-ჯავახეთი – 174, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 73.