ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.
კრამონი Twitter-ზე აზიარებს პოსტს, სადაც კობახიძე ამბობს, რომ “ფონ კრამონზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეუძლია, რადგან ის კრიმინალების მფარველია”.
“ვის შეუძლია, ამათი სერიოზულად აღქმა? სევდიანი სანახაობაა”, – წერს ფონ კრამონი.