პორტუგალიელი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს ქმედებას, კომპანია “კოკა-კოლა”-სთვის სერიოზული ფინანსური ზიანი მოჰყვა. “კოკა-კოლა” მილიონებს კარგავს.
ბუდაპეშტში გამართულ პრესკონფერენციაზე, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ მაგიდიდან “კოკა-კოლის” ბოთლები გადადო და მათ ნაცვლად წყლის ბოთლი დადო.
აღნიშნული ინციდენტიდან რამდენიმე საათში კომპანია კოკა-კოლას აქციების ფასმა მკვეთრი ვარდნა დაიწყო, კერძოდ, ის 56.1 დოლარიდან 54.6 დოლარამდე შემცირდა.