22.11.2024

კრისტიან დალიელსონი – 6 პუნქტიან გეგმაში ხაზგასმულია მართლმსაჯულებასთან და არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები

პრეზიდენტ შარლ მიშელის 6 – პუნქტიან გეგმაში განსაკუთრებით ხაზგასმულია მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხი და არჩევნებთან დაკავშირებული კანონმდებლობა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა ელჩებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ  განაცხადა.

როგორც დანიელსონმა აღნიშნა, საქართველოში სტრუქტურული რეფორმების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია.

„იცით იმ 6 – პუნქტიანი გეგმის შესახებ, რომელიც პრეზიდენტმა მიშელმა წარადგინა. ჩვენ ასევე ვსაუბრობთ მართლმსაჯულების სისტემის თემაზე და შერჩევითი სამართლის საკითხებზე, ეს საკითხები ამ კონტექსტში განიხილება. მინდა ვთქვა, რა არის აქ არსებითი – სტრუქტურული რეფორმები საქართველოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნდობა, როგორც სახელმწიფოს ქმედებები სხვადასხვა საკითხში, ასევე არჩევნებთან მიმართებით. ამიტომაც, პრეზიდენტ მიშელის ამ 6 პუნქტიან გეგმაში განსაკუთრებით ხაზგასმულია მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხი და არჩევნებთან დაკავშირებული კანონმდებლობა“, – განაცხადა დანიელსონმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს, გვიან ღამით ჩამოვიდა. დანიელსონი 28 მარტს უკვე შეხვდა საქართველოში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან მედიაციის პროცესს კი ორშაბათიდან, 29 მარტიდან განაახლებს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img