22.11.2024

კულება კონტრაბანდაზე – საქართველოსგან ველით მტკიცებულებებს, რომ არ ეხმარებიან რუსეთს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას თქმით, ისინი საქართველოსგან ელოდებიან მტკიცებულებებსა და დამაჯერებელ არგუმენტებს, რომ არ ეხმარებიან რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში. ამის შესახებ კულებამ Censor.NET-თან საუბარში აღნიშნა.

“ჩვენ რომ გავლენა არ მოგვეხდინა საქართველოზე, სხვა ქვეყნებზე, რომელთა მეშვეობითაც რუსები ცდილობენ სანქციების გვერდის ავლას, ამას დიდი ხნის წინ გააკეთებდნენ და რუსეთის მიმართ სანქციების გავლენა მინიმალური იქნებოდა.

ეს ჩვენი ყოველდღიური ამოცანაა. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან. თუ ჩვენ არ შეგვიძლია გავლენის მოხდენა ქვეყანაზე, ვპოულობთ ქვეყანას, რომელსაც ეს შეუძლია და ისე ვმუშაობთ, რომ არ დაეხმარონ რუსეთის ფედერაციას სანქციების გვერდის ავლით.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებსა და დამაჯერებელ არგუმენტებს საქართველოდან, რომ ისინი ამას არ აკეთებენ. შემდეგ ჩვენ გადავწყვეტთ, რა მოვიმოქმედოთ, თუ ეს მტკიცებულებები და არგუმენტები საკმარისად დამაჯერებელი არ იქნება”, – თქვა კულებამ.

გუშინ, 5 აპრილს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოუწოდა უკრაინულ მხარეს, დაუყოვნებლივ მიაწოდონ მტკიცებულებები კონტრაბანდული იარაღის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img